LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ი: ტრამპმა პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა – ვინ არის აშშ-ის მომავალი გენპროკურორი

177
პემ ბონდი, დონალდ ტრამპი

„შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა“, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ბონდი ფლორიდის შტატში თითქმის 20 წელი იყო პროკურორი. მისივე თქმით პემ ბონდმა ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის:

„პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში!” – წერს ტრამპი Truth Social-ში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეტ გეცმა, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა.

ილონ მასკი: „ეს შოკის მომგვრელ ტალღებს გადასცემს სისტემას და ნებისმიერს, ვინც მონაწილეობს სამთავრობო გაფლანგვაში!“ – დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა

„ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი, ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ“ – დონალდ ტრამპი სცენაზე ოჯახთან ერთად ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g