LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს“ – როგორია ხაშურში, უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

244
ნანა ხიხაძე

37 წლის ნანა ხიხაძეს, რომელიც 5 ივნისს, ხაშურში, სამ­სა­ხუ­რი­დან სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახა, ცნობიერება დაუბრუნდა – ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხაშურში 9 წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, დედა კი უგონო მდგომარეობაში

როგორც მედიასაშუალება წერს, ახლობლების ინფორმაციით, ქალს ცნობიერება გუშინ საღამოს დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს და მკურნალობა კვლავ უგრძელდება.

„ბოტულიზმი გამოირიცხა… სრულ გაურკვევლობაში ვართ, პრაქტიკაში არ ყოფილა, ასეთი უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ხაშურში მომხდარ ტრაგედიაზე

ცნობისათვის, ბარბაქაძეების ოჯახში შემთხვევა 5 ივნისს მოხდა – სამ­სა­ხუ­რი­დან სახლში დაბრუნებულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს 9 წლის შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე, კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა.

ახალგაზრდა ქალი, ნანა ხიხაძე, კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით თავდაპირველად ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g