ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია მასალა, რომლის კვლევის შედეგადაც უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია დედა-შვილის ინტოქსიკაცია.
„ბინიდან პოლიციის მიერ ამოღებულ საკვებსაც ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში და ექსპერტიზის ჩატარება იქაც მოხდება“, - ამბობს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი.
მედიაში ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.