LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე – ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა

332
3594toba

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე – ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ტობავარჩხილის გზის 10-კილომეტრიანი საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზის გაჭრის პროექტს „მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ცნობისთვის, ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g