გთავაზობთ ვარსკვლავების კვების უცნაურ ჩვევებს, რომლებიც აუცილებლად გაგაოცებთ.
სტივ ჯობსი
სტივ ჯობს რამდენიმე კვირის მანძილზე შეეძლო ერთი ტიპის საკვების მიღება. უოლტერ აიზექსონის ბიოგრაფიაში, ის პერიოდია აღწერილი, როცა სტივი იმდენ სტაფილოს ჭამდა, რომ მისი კანი ღია სტაფილოსფერი გახდა.
ვლადიმერ ნაბოკოვი
ცნობილი რომანის ”ლუჟინის დაცვის” ავტორი, ჯერ პეპლებზე ”ნადირობით” ირთობდა თავს, მერე კი, სიამოვნებით მიირთმევდა მათ. ნაბოკოვის განცხადებით, პეპლები მას ნუშისა და ცისფერი ყველის გემოს აგონებდნენ.
ჰიუ ჰეფნერი
კერძები ჰიუ ჰეფნერისთვის მხოლოდ მისივე სასტუმრო ქსელში Playboy Mansion-ში მზადდება. მართალია, Playboy-ის მოდელები ყველაფერს მიირთმევენ, რასაც მოისურვებენ, მაგრამ თავად ჰეპნერი მხოლოდ პირადი შეფ-მზარეულის მომზადებულ რბილ საქონლის ხორცს ჭამს.
სტივენ კინგი
”ჰორორის” მეფე ისე არ დაიწყებს მუშაობას, თუ ჩიზქეიქის მოზრდილ ნაჭერს არ შეჭამს გარდა ამისა, კინგი არასდროს მიირთმევს მოლიპულ ან ლორწოვან საკვებს, ხამანწკები კი, მასში განსაკუთრებულ ზიზღს იწვევენ.
მარკ ცუკერბერგი
ცუკერბერგი ყველაფერში სიამოვნებას ეძებს, რასაც აკეთებს და მათ შორის ჭამაშიც. მარკი მხოლოდ იმ ცხოველების ხორცს მიირთმევს, რომელსაც მოინადირებს, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, მხოლოდ ასე შეიძლება კარგი ბიფშტექსის გემოს გაგება.
ენდი უორჰალი
ენდი უორჰალს თავისუფლად შეეძლო მთელი ტორტის შეჭმა. მხატვარს ძალიან უყვარდა ტკბილეული და სადილის ან ვახშმის მაგივრადაც ყოველთვის შოკოლადს ან სხვადასხვა ჯემებს მიირთმევდა.
ნიკოლას კეიჯი
ნიკოლას კეიჯი არ ჭამს ხორის ხორცს, რადგან თვლის, რომ ამ ცხოველებს მშვენიერი სექსი აქვთ! ზუსტად იმავე მიზეზით მსახიობი უარს ამბობს თევზისა და ფრინველის მირთმევაზეც.
ლიოტო მაჩიდა
UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში, საკუთარ შარდს სვამს და დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრაქტიკა მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი ყოველთვის მხოლოდ იმ ქვეყნის ნაციონალურ კერძებს მიირთმევს, რომელშიც იმყოფება. კამბოჯაში მოგზაურობისას, ჯოლი ოჯახთან ერთად დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ადგილობრივ დელიკატესს – ტარაკნებს.
ფერგი
Black Eyed Peas-ის ვოკალისტი, დილას ორგანული ვაშლის ძმრის დალევით იწყებს. როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, ძმარი განსაკუთრებით ეფექტურია მომნელებელი სისტემისთვის.