LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ადამიანების ყველაზე უგემოვნო საქორწინო კაბები (ფოტოები)

199

ქორწილი ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა. სპეციალურად ცერემონიისთვის გოგონები მთელი ცხოვრების მანძილზე ნანატრ კაბას იცვამენ ან ცდილობენ, სასურველ ჩაცმულობას რეალობა მიუახლოვონ.

მაგრამ ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ცნობილი ადამიანის ქორწილი განხილვისა და კრიტიკის საგანი გამხდარა, მიზეზი კი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დეტალი – საქორწინო კაბა აღმოჩენილა. კაბის არჩევაში შესაძლოა ნებისმიერი გოგო შეცდეს, მაშინაც კი თუ ის ცნობილი და პოპულარული სახეა.

 

პრინცესა დიანა

მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერფორმირებული სახელოები 80-იან წლებში ძალიან მოდაში იყო, ფაქტია – დიზაინერებმა დევიდ და ელიზაბეტ ემანუელებმა ნამდვილად გადააჭარბეს.

 

ლედი მერი ჩარტერისი

ბრიტანელმა არისტოკრატმა კი გადაწყვიტა, რომ სხეული მაქსიმალურად გამოეჩინა. საკუთარი ქორწილისთვის მან “შიშველი” კაბა აარჩია, რომელსაც ტრადიციულ საპატარძლო ჩაცმულობასთან საერთო მხოლოდ ფატა და თეთრი ფერი ჰქონდა.

 

ლუისიანა ლოპიატო

სერიალ “მეამბოხე სულის” ვარსკვლავის კაბას თაყვანისმცემლებმა დასცინეს და ის საპირფარეშოს ქაღალდის რულონს შეადარეს. ამ ასოციაციას ბევრი არ დაეთანხმა, თუმცა ის, რომ კაბა არც ისე წარმატებული არჩევანი იყო, ამაზე არავინ დავობს.

 

ჯადა პინკეტ-სმიტი

ჯადა პინკეტი უილ სმიტის მეუღლე 1997 წელს გახდა და ქორწილისთვის მან მაშინ საკმაოდ პოპულარული ხავერდი აარჩია. თუმცა არ გაითვალისწინა, რომ ფოტოაპარატების შუქისგან სურათზე მისი არც ისე კარგი ვერსია დარჩებოდა.

 

სელინ დიონი

ქორწილისთვის მომღერალმა მდიდრული კაბა აარჩია, თუმცა თავსაბურავი, რომელიც მთლიანად თვლებით იყო გაწყობილი, კაბის იერი გადააკეთა, თანაც არა სასიკეთოდ. მდგომარეობა ვერც კლასიკურმა ფატამ გამოასწორა.

 

პამელა ანდერსონი

ბუნებრივია, მსგავსი რეიტინგი ვერ შედგებოდა პამელა ანდერსონის გარეშე, რომელმაც გადაწყვიტა, საკუთარ ქორწილში არა რომელიმე ცნობილი დიზაინერის კაბა, არამედ თეთრი საცურაო კოსტიუმი ჩაეცვა, ხოლო ფატის ნაცვლად მეზღვაურის თეთრი ქუდი მოერგო.

 

ტინა ტერნერი

რადგან ერვინ ბაჰთან პირველი ქორწინება არ იყო, ტერნერმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თეთრ კაბაზე და უჩვეულო შავი მწვანეში გაწყობილი კაბა აარჩია და მას გამჭვირვალე და ბრჭყვიალებით გაწყობილი ლეგინსები შეურჩია. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საკმაოდ უგემოვნო კომბინაციას ქმნიდა.

 

ემა ტომპსონი

კენეტ ბრანასთან ქორწილში ემა ტომპსონი ცდილობდა, ორიგინალურად ჩაცმული ყოფილიყო, თუმცა მისი კაბა უგემოვნო პატარძლების რეიტინგში მოხვდა.

 

კეტი პრაისი

მოდელი კეტი პრაისი წლების მანძილზე მიზანმიმართულად ცდილობს, ბარბის თოჯინას დაემსგავსოს, ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ მისი საქორწინო კაბა თემატური იყო, თუმცა პრაისს რომ ნამეტანი მოუვიდა, ყველა აღიარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები