ამერიკულმ ბრენდის, Victoria’s Secret-ის მორიგი შოუ ნიუ-იორკში გაიმართება. საიუბილეო რიგით მე-20 ჩვენება 10 ნოემბერს შედგება. ნიუ-იორკის გარდა, ბრენდის ჩვენებები კანში, ლოს-ანჯელესში, მაიამისა და ლონდონში გამართულა.
წელს შოუ უნიკალური იქნება, რადგან სცენაზე „ანგელოზების“ ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვა. საუკეთესო ხუთეულში იქნებიან: ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კეედის სვეინპოლი, ლილი ოლდრიჯი და ბეჰატი პრინსლუ.
შოუს ტრანსლაცია ტელეარხ CBS -ზე მოხდება და ამავდროულად მასზე სცენის მიღმა კადრები, ინტერვიუები და მოდელების შესახებ საინტერესო ფაქტები გავა.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური ულამაზესი სანახაობა 1995 წლიდან იღებს სათავეს.