LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი

311
page

კეტი პერიმ და ჯასტინ ტრუდომ ურთიერთობა ოფიციალურად პარიზში, გასულ კვირას გაასაჯაროვეს, სადაც არტისტმა 41-ე დაბადების დღე აღნიშნა. როგორც წყარო ET-ს უყვება, ეს რომანი კეტისთვის მართლაც „სუფთა ფურცლიდან დაწყებული ცხოვრებაა“.

„ყველაფერი მის ცხოვრებაში თითქოს თავიდან იწყება. კეტი შესანიშნავ განწყობაზეა,
ჯასტინი მას განსაკუთრებულად აგრძნობინებს თავს და ეს ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კეტი აღფრთოვანებულია მისით. ის დახვეწილი და მომხიბვლელია, კეტისთვის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. კეტი ასტროლოგითაა გატაცებული,
ჯასტინი კი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, თხის რქაა“, – აცხადებს ინსაიდერი.

კეტი პერისა და ჯასტინ ტრუდოს რომანი ოფიციალურად დადასტურდა

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.

„ისე გადამიღე, რომ დაინახოს, რა დაკარგა“ – ორლანდო ბლუმის რევანში – მსახიობი ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები