LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მსახიობები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ “ოსკარი”

325

არსებობენ მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნეს და ამისთვის დამსახურებული „ოსკარი“ მიიღეს, თუმცა არსებობენ სხვა მსახიობები, რომლებიც მრავალი ძალისხმევის მიუხედავად ამერიკულ კინოაკადემიას ჯერ არ დაუფასებია. „ოსკარების“ 89-ე ცერემონიის ნომინანტები უკვე ცნობილია. გთავაზობთ იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც სანატრელი ჯილდო ჯერ კიდევ არ მიუღიათ:

სემიუელ ელ ჯექსონი

თავისი კარიერის მანძილზე ის 300-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, თუმცა „ოსკარზე“ მხოლოდ ერთხელ იყო ნომირირებული: 1995 წელს კატეგორიაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“ ფილმისთვის „კრიმინალური საკითხავი“. მაშინ პირველობა მან მარტინ ლანდაუს დაუთმო („ედ ვუდი“).

 

ჯონი დეპი

დეპის კარიერაში „ოსკარის“ სამი ნომინაციაა. 2004 წელს, „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“ ფილმით „კარიბის ზღვის მეკობრეები“, პრემია მან შონ პენს დაუთმო („იდუმალი მდინარე“).

2005 წელს პრემიის მოპოვების შანსი მას კიდევ ჰქონდა იმავე კატეგორიაში ფილმით „ჯადოსნური ქვეყანა“, თუმცა მაშინ „ოსკარი“ ჯეიმი ფოქსმა მიიღო ფილმით „რეი“.

უკანასკნელად მსახიობი „ოსკარზე“ ნომირირებული 2008 წელს იყო ფილმით „სუინი ტოდი, დალაქი-დემონი ფლიტ-სტრიტიდან“, ამჯერად კი პირველობა მას დემიენ დეი ლიუისმა წაართვა ფილმით „ნავთობი“.

 

ტომ კრუზი

პირველი ნომინაცია კრუზმა 1990 წელს მიიღო ფილმით „4 ივლისს დაბადებული“. „ოსკარი“ მაშინ დემიენ დეი ლიუისმა აიღო ფილმით „ჩემი მარცხენა ფეხი“.

მსახიობს მეორე ნომინაცია წილად 1997 წელს ხვდა „ჯერი მაგუაიერის“ როლისთვის, თუმცა მაშინ „ოსკარი“ მან ჯეფრი რაშს დაუთმო.

მესამე და უკანასკნელი ნომინაცია „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცისთვის“ კრუზმა „მაგნოლიაში“ შესრულებული როლისთვის 2000 წელს მიიღო, თუმცა აქ მაიკლ კეინთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.

 

ხოაკინ ფენიქსი

2001 წელს, ფენიქსმა პირველი ნომინაცია ფილმით „გლადიატორი“ მიიღო, მაგრამ ბენისიო დელ ტოროს დაუთმო ფილმით „ტრაფიკი“.

მეორედ, ფენიქსმა პრემიისთვის 2006 წელს იბრძოლა ფილმით „ზღვარის გადაკვეთა“. საბოლოოდ ჯილდო ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა მიიღო.

მესამე და ამ დროისთვის უკანასკნელი ნომინაცია ფენიქსმა 2013 წელს მოიპოვა ფილმით „ოსტატი“, თუმცა „ოსკარი“ დემიენ დეი ლიუისმა მიიღო.

 

ედვარდ ნორტონი

„ოსკარის“ პირველი ნომინაცია ნორტონმა ზუსტად ოცი წლის წინ ფილმით „პირველყოფილი შიში“ მიიღო, თუმცა ჯილდო კიუბე გუდინგს დაუთმო.

მეორე ნომინაცია მან 1999 წელს დაიმსახურა ფილმით „ამერიკული ისტორია X“, თუმცა პრემია რობერტო ბენინიმ მიიღო ფილმით „ცხოვრება მშვენიერია“.

მესამე და ჯერ-ჯერობით ბოლო ნომინაცია ნორტონმა „ბერდმენში“ შესრულებული როლისთვის მიიღო, თუმცა კვლავ მისი დათმობა მოუწია, ამჯერად ჯეი ქეი სიმპსონისთვის ფილმით „შეპყრობილი“.

 

რობერტ დაუნი-უმცროსი

ბევრი თვლის, რომ „რკინის კაცით“ „მარველის“ კინოსამყაროში შესვლით მან „ოსკარის“ მოპოვების ყველანაირი შანსი დაკარგა – ამერიკული კინოაკადემია გულგრილად არის განწყობილი სუპერგმირების ბლოკბასტერების მიმართ.

თუმცა სანამ ეს ყველაფერი იქნებოდა, რობერტმა თავისი პირველი ნომინაცია 1993 წელს მიიღო ფილმით „ჩაპლინი“, მაგრამ ალ პაჩინოსთან დამარცხდა.

მეორე და ამ ეტაპზე უკანასკნელი ნომინაცია 2009 წელს, ფილმით „ტროპიკული ქარიშხალი“ მოიპოვა, თუმცა როგორც ბევრისთვის იყო მოსალოდნელი, ჰიტ ლეჯერთან და მის ლეგენდარულ ჯოკერთან ვერაფერს გახდა.

 

უილ სმიტი

„ოსკარის“ პირველი ნომინაცია უილ სმიტმა ფილმით „ალი“ 2002 წელს მიიღო, თუმცა დენზელ ვაშინგტონთან „ორთაბრძოლაში დამარცხდა“.

2007 წელს სმიტი კვლავ წარადგინეს „ოსკარზე“ ფილმით „ბედნიერების კვალდაკვალ“, მაგრამ ჯილდო ფორესტ უიტაკერმა მიიღო.

 

მარკ უოლბერგი

2007 წელს, მსახიობი ნომირირებული იყო “ოსკარზე” ფილმით „განდგომილები“, მაგრამ ალან არკინთან დამარცხდა.

მეორე ნომინაცია უოლბერგმა 2011 წელს მიიღო. მისი მონაწილეობით ფილმი „მებრძოლი“ მთავარ კატეგორიაზე – „წლის ფილმი“ იყო წარდგენილი, მაგრამ პირველობა მაშინ დრამას „მეფის სიტყვა“ დაუთმო.

 

ბრედლი კუპერი

ბრედლიმ პირველი ნომინაცია 2013 წელს  ფილმით „იმედის სხივთა კრებული“ მიიღო, თუმცა დენიელ დეი ლიუისთან დამარცხდა.

2014 წელს, კუპერი კვლავ წარადგინეს „ოსკარზე“ ფილმით „ამერიკული აფერა“, მაგრამ ჯარედ ლეტოს დაუთმო „დალასის მყიდველთა კლუბში“.

2015 წელს, ბრედლი კუპერი ჯილდოს მოპოვებას „სნაიპერში“ შესრულებული როლით შეეცადა, მაგრამ ედი რედმეინთან დამარცხდა („სტივენ ჰოკინგის სამყარო“).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები