LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მუსიკოსის R. Kelly-ის ქალიშვილი ამბობს, რომ მამა მასზე სექსუალურად ძალადობდა

209
ცნობილი მუსიკოსის R. Kelly-ის ქალიშვილი ამბობს, რომ მამას მასზე სექსუალურად ძალადობდა

Puff Daddy-ს სკანდალი ჯერ გაციებული არ არის, როცა მედიაშია ახალმა შოკისმომგვრელმა ამბავმა იფეთქა. ამჯერად საქმე ეხება მუსიკოსის, R. Kelly-ის საქმეს, რომელიც ისედაც პედოფილიის მუხლით არის გასამართლებული. ამჯერად მუსიკოსის ქალიშვილი დუმილს არღვევს და ამბობს, რომ მამა მასზე ძალადობდა. 26 წლის ბუკუ აბი ახალ დოკუმენტურ ფილმში აღნიშნავს, რომ ათი წლის ასაკში მამა, მასზე სექსუალური ძალადობის არაერთი მცდელობა ჰქონდა: “მახსოვს, ერთხელ ღამე გავიღვიძე და ის უცნაურად მეხებოდა, ისე შემეშინდა, ამის თქმა დედისთვისაც ვერ გავბედე” – ამბობს გოგონა.

მოგვიანებით, ბუკუ აბი დედას მომხდარში მაინც გამოუტყდა და მათ პოლიციაში სარჩელიც შეიტანეს, გაირკვა, რომ საქმის წარმოება დიდხანს გაგრძელდა და მას მსვლელობა არ მიეცა. გოგონა იხსენებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მშობლები დაშორდნენ და მას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია. მეტიც, ამის მერე აბუს ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაიწყო.

ამ ფაქტზე კომენტარი უკვე გააკეთა R. Kelly-ის ადვოკატმა და განაცხადა, რომ საქმე დიდი ხნის წინ ილინოისში განიხილებოდა, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო, დაიხურა.

R.Kelly-ს სექსუალური ძალადობის საქმეზე 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები