რა თქმა უნდა, მოგზაურება ყოველთვის საინტერესოა, თუმცა იმ ადგილების მონახულება, სადაც გენიალური ავტორები ისვენებდნენ ან სიამოვნებით მუშაობდნენ საკუთარ შედევრებზე – ორმაგად საინტერესოა.
ტრუმენ კაპოტე, The Plaza Hotel, ნიუ-იორკი – საკულტო ამერიკელი მწერალი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთვარი ავტორი, არამედ ცნობილი მომლხენიც იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა გართობა. მართალია, კაპოტე ნიუ-იორკის ყველა საუკეთესო ბარსა და რესტორანს იცნობდა, მაგრამ ცნობილი მეჯლისი Black&White Ball, რომელმაც ეპოქის ბოჰემას – მწერლებს, მხატვრებს და მუსიკოსებს მოუყარა თავი, მოგვიანებით კი, ისტორიაში შევიდა, მაინც ნიუ-იორკის ცენტრში, The Plaza Hotel-ში მოაწყო.
ერნესტ ჰემინგუეი, La Closerie des Lilas, პარიზი – საფრანგეთის დედაქალაქში შეყვარებულ ჰემინგუეის ცხოვრება ვერ წარმოედგინა დღეს უკვე ლეგენდად ქცეული კაფეს გარეშე. სხვათაშორის, თავისი ბრწყინვალე „ფიესტა“ (“აღმოხდების მზე”) ჰემინგუეიმ სწორედ აქ შექმნა, რაც გასაკვირი არაა, რადგან უგემრიელესი ყავის გარდა, La Closerie des Lilas ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობდა ცნობილ შემომქმედებს არტურ რემბოს, პაბლო პიკასოს და სალვადორ დალის ჩათვლით.
ჯოან როულინგი, Elephant House, ედინბურგი – მართალია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ კაფეს მხოლოდ სპილოს ნაქარგით მორთული ბალიშები და ცხოველის სტატუებით გაფორმებული ინტერიერი განასხვავებს დანარჩენებისგან, მაგრამ Elephant House-ს მაინც უამრავი ხალხი სტუმრობს, რაც პირველ რიგში „ჰარი პოტერის“ ავტორის ჯოან როულინგის დამსახურებაა, რომელიც პერსონალის განსაკუთრებული პატივით სარგებლობს და კაფეში საკუთარი მაგიდის მფლობელიცაა. სხვათაშორის, არც Elephant House-ის მენიუ გამოირჩევა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, თუმცა ნამდვილი ინგლისური ჩაის მირთმევა როულინგის კომპანიაში ყოველთვის შეიძლება.