LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ევროპული ქალაქები გურმანებისთვის

156
best-food-cities-in-europe-berli

თუკი გურმანი ბრძანდებით და მოგზაურობა გემრიელი საკვების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, ეს სია აუცილებლად გამოგადგებათ.

ნიდერლანდურმა ჟურნალმა Dailybase, რომელიც ზოგადად ცხოვრების სტილის შესახებ წერს, პოპულარული ტურისტული პორტალის Tripadvisor-ის მონაცემები გააანალიზა და დათვალა 5 ვარსკვლავიანი შეფასებები იმ რესტორნების, რომლებიც ევროპულ ქალაქებში არიან განთავსებული.

შედეგად შეიქმნა რეიტინგი, სადაც გურმანებისთვის საუკეთესო ქალაქებია თავმოყრილი.
პირველ ადგილზე ლონდონი გავიდა. ბრიტანეთის დედაქალაქში 2906 „ხუთვარსკვლავიანი“ რესტორანი, კაფე და ბარია განთავსებული.

მეორე ადგილს პარიზი იკავებს და მის შემთხვევაში გამორჩეულ კვების ობიექტთა რიცხვი 2898 ერთეულია.

ლიდერთა სამეულს ბარსელონა ასრულებს, კატალონიის ცენტრში 1475 ობიექტში შეიძლება ძალიან გემრიელად წახემსება.

გურმანთათვის საუკეთესო ევროპულ ქალაქთა ათეულში მოხვდა ასევე – რომი, ათენი, მადრიდი, ლისაბონი, ბერლინი, პრაღა და მილანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები