LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი უცხოური გამოცემები საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე წერენ

141

ესტონეთის, ჩინეთისა და კანადის ცნობილმა გამოცემებმა, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს შესახებ პუბლიკაციები გამოაქვეყნეს. პუბლიკაციებში საუბარია  საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, თანამედროვეობასა და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

ესტონეთის დიპლომატიურ გამოცემაში „Suursaadik“ გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, თეა ახვლედიანის ვრცელი ინტერვიუ, სადაც საქართველოს ელჩი საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიან გზაზე და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე საუბრობს.

 

 ჩინურმა ჟურნალმა “ჩაინა დეილი”-მ ასევე გამოაქვეყნა საქართველოს ელჩის, დავით აფციაურის ინტერვიუ სათაურით -„საქართველო „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში ჰაბის სტატუსის დამკვიდრებას ცდილობს“.ი​ნტერვიუში ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და სავაჭრო რესურსების შესახებ.

 

კანადურ ჟურნალში „Ottawa Life Magazine” ასევე გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მაღალი დონის დიპლომატმა გამოცდილება და ხედვა ჩამოიტანა – მისი გავლენა ოტავაში იგრძნობა“, რომელიც კანადაში საქართველოს ელჩს, კონსტანტინე ქავთარაძეს მიეძღვნა. სტატიაში ავტორი აღწერს საქართველოს ისტორიულ წარსულს, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და კანადასა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საუდის არაბეთის გაზეთ Albilad”-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას სტატია, სათაურით-“Georgia celebrates the 100th anniversary of Georgia’s First Democratic Republic”. სტატიაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს.

საქართველოს ისტორიული წარსულის, საქართველოს იმიჯისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ 100 – ზე მეტი საგაზეთო სტატიის გამოქვეყნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g