LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილი

244

ნიუ–იორკის ავტოსალონზე კონკურსის „წლის მსოფლიო ავტომობილი“ გამარჯვებული გამოავლინეს. პირველად ისტორიაში პირველი ადგილი Volvo-ს მოდელს, ქროსოვერ XC60-ს ერგო.

ამა წლის იანვარში Volvo XC60 აშშ-ში ავტომობილი საუკეთესო ყველგანმავალი გახდა, კომპაქტური ქროსოვერი XC40 კი კონკურსის „წლის ევროპული ავტომობილი“ გამარჯვებული.

XC60 მსოფლიოში საუკეთესოს წოდებისთვის Mazda CX-5-თან და Range Rover Velar-თან ერთად იბრძოდა. ბრიტანულმა ყველგანმავალმა სხვა ჯილდო მიიღო, საუკეთესო დიზაინისთვის.

„წარმომადგენლობითი კლასის“ ავტომობილის კატეგორიაში ლიდერი Audi A8 გახდა, სპორტქარებს შორის საუკეთესოდ BMW M5 აღიარეს, საქალაქო ავტომობილებიდან Volkswagen Polo გამოარჩიეს, „მწვანე ავტომობილი“ კი წელს Nissan Leaf გახდა.

2017 წელს „წლის მსოფლიო ავტომობილი“ Jaguar F-Pace გახდა, 2016 წელს კი Mazda MX-5.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები