LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ თბილისში ზურაბ წერეთელს

233
ზურაბ წერეთელი

მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენებენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი 24-25 აპრილს გაიმართება.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ხელოვანს 23 აპრილს გამოემშვიდობებიან მოსკოვში, ცერემონია კი მაცხოვრის ტაძარში შედგება.

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.

ზურაბ წერეთელს 26 აპრილს, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

მოქანდაკე 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რუსული მედიის ცნობით, 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

„ნათელი შენს ხსოვნას, ჩემო ზურიკო… ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, რომლის იმედი ჰქონდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს, რომელსაც საქართველოსთვის უძგერდა გული“ – პაატა ბურჭულაძე ზურაბ წერეთელზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g