გასული წლის ივნისში, Imagine Dragons-მა მეშვიდე სტუდიური ალბომი – Loom წარადგინა. დისკის მხარდასაჭერად ჯგუფმა შარშან მსოფლიო ტურნეც დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის მაისიდან ევროპას მოიცავს.
ცნობილი გახდა, რომ Loom World Tour-ის ევროპული კონცერტების სერია სტარტს 27 მაისიდან, იტალიაში აიღებს და 26 ივლისს, ინგლისში დასრულდება.
მაისიდან ივლისის ჩათვლით, კოლექტივი ასევე ისეთ ევროპულ ქვეყნებში იმღერებს, როგორებიცაა: შვეიცარია, ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია, ჩეხეთი, უნგრეთი და სხვა.
Imagine Dragons-მა ახალი ალბომი დააანონსა
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს Imagine Dragons კამპანიის – Starring Georgia ფარგლებში, საქართველოს სტუმრობდა. ბენდმა კონცერტი ,,მიხეილ მესხის სტადიონზე” გამართა.