LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია, ყოველდღიურად რამდენს გამოიმუშავებს სნუპ დოგი ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის

186
image (1)

ყველასთვის ცნობილია, რომ სნუპ დოგი ოლიმპიური თამაშების საპატიო სტუმარია. ის ოლიმპიადაზე NBC-სთვის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს, ესწრება თამაშებს, ამხიარულებს საზოგადოებას და ამერიკის ნაკრებს გულშემატკივრობს. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ყველაფრისთვის, საკულტო რეპერი ანაზღაურებას იღებს.

ცნობილი გახდა, რომ 52 წლის ჰიპ ჰოპ შემსრულებელს ოლიმპიადაზე გამოჩენისთვის, საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს. საუბარია დღიურად 500 000 დოლარზე, რაც 16 დღი­ა­ნი აქტივობის გათვალისწინებით, 8 მი­ლი­ონ დო­ლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ,,სნუპს დღი­უ­რად 500 000 დო­ლარს უხ­დი­ან, რათა რეკლამა გაუწიოს ოლიმპიადას. მას ასევე, პარიზში ყოფნის ხარ­ჯებს უნაზღაურებენ”.

აღსანიშნავია, რომ თამაშების დროს, სნუპ დოგმა არაერთი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი შექ­მნა.

ფოტო/ვიდეო: სნუპ დოგი ამერიკელი ქალი სპორტსმენების საგულშემატკივროდ – რეპერი საზოგადოების გამხიარულებას არ წყვეტს

ოლიმპიური თამაშები 11 აგ­ვის­ტოს დასრულ­დე­ბა. მოარული ხმების თანახმად, შესაძლოა ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე, ბიონსემ იმღეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები