ცნობილმა ბიზნესმენმა და კომპანია MGM Resorts International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, პოლ სალემ, ნიკოლ კიდმანს „თვალი დაადგა“.
გამოცემა TMZ-ის ინფორმაციით, გავლენიანი მეწარმე ოსკაროსანი მსახიობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ 62 წლის ბიზნესმენი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნიკოლ კიდმანის ყურადღება მიიპყროს და მისი გული მოიგოს.
შეგახსენებთ, ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, განქორწინების პროცესი წლის დასაწყისში დაასრულეს.
რაც შეეხება სალეს, ის მეუღლეს 2021 წელს დაშორდა, მას ოთხი ქალიშვილი ჰყავს.
ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა განქორწინების პროცესი დაასრულეს – ცნობილია ყველა დეტალი


