მაღაზია Co.mode მომხმარებელს 8 მარტიდან ახალ კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა მარიამ ონიანმა განაცხადა, მაღაზია მსურველებს სთავაზობს მხოლოდ ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ ხელნაკეთ აქსესუარებს, რომელთა ფასიც 8 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის. ასევე ტანსაცმელს 25-500 ლარის ფარგლებში და ფეხსაცმელს, რომლის ფასიც 100 -დან 450 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა co.mode-ში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სახლის დეკორაციებიც.
მისივე ინფორმაციით, მარტში სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” co.mode-ის ახალი ფილიალი ახალი სახელწოდებით Co.lab გაიხსნება.
“ჩვენი მაღაზია ორი წელია არსებობს ქართულ ბაზარზე. ყველაზე დიდი მოთხოვნა ფეხსაცმელებსა და კაბებზეა. კლიენტებს ვთავაზობთ მყუდრო და სასიამოვნო გარემოს. ორიგინალური და განსხვავებული დიზაინით შექმნილ პროდუქციას”, – განაცხადა ონიანმა.
მაღაზია Co.mode ბარნოვის 465 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 12:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.