LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოცხალი მუსიკა და მყუდრო გარემო კაფე-რესტორანში ”აივანი”

604

კაფე-რესტორანი ”აივანი” მომხმარებელს ქართულ-ევროპული სამზარეულოს ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”აივანის” მენეჯერმა ვიქტორია ბერიაშვილმა აღნიშნა, საღამოობით კლიენტებს შეუძლიათ ცოცხალი მუსიკითაც დატკბნენ .

მისივე ინფორმაციით, კაფე-რესტორანის საფირმო კერძის შეძენა მსურველებს 50 ლარად შეუძლიათ. გარდა ამისა, ”აივანი” მომხმარებელს სასმელებსა და სხვადასხვა დესერტებსაც სთავაზობს.

”ჩვენთან ასევე არის ე.წ ”აივნის სარდაფი”, სადაც მომხმარებელს აქვს საშუალება უყუროს სპორტის ტრანსლაციებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მყუდრო და კარგი გარემო დავახვედროთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს”, – განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

კაფე-რესტორანი ”აივანი” ბარათაშვილის 17 ნომერში მდებარეობს. სამზარეულო 10:00-დან 24:00 საათამდე, ხოლო რეტორანი ბოლო სტუმრამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები