LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

131

„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე – ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს.

4 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტსა და მთარგმნელს ბათუ დანელიას დაეთმობა.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები