LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში შეხვედრა შოთა იატაშვილსა და დიანა ვაჩნაძესთან გაიმართება

88

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას განაგრძობს. 14 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა შოთა იათაშვილსა და დიანა ვაჩნაძეს დაეთმობა.

1-ლი თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონოსპექტაკლის სახით აცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარია და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეუძლიათ. ქართველი მწერლების მონოსპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და  გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონოსპექტაკლის სახით გაეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები