LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა იათაშვილმა არჩილ თალაკვაძის ლექსი „მიისაკუთრა“ – „ვერავინ მიხვდა, რომ ვიტყუებოდი…“

2863
talakvadze

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში დეპუტატ არჩილ თალაკვაძის პოეზია გახდა სალაპარაკო თემა. ცნობილმა ქართველმა პოეტმა, შოთა იათაშვილმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და პარლამენტარის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ლექსი შეარჩია, ის საკუთარ „ფეისბუქზე“ დადო, როგორც საკუთარი ლექსი და რეაციას დაელოდა. ლექსმა 50-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

„დღეს გამთენიისას აქ ლექსი დავდე, რომელიც ჩემად გავასაღე. არადა, ის იმ პოლიტიკოსის იყო, რომლის ერთი პოეტური ნიმუში გუშინ საყოველთაო დაცინვისა და ლაზღანდარობის ობიექტი გახდა. ლექსმა მოწონება დაიმსახურა. მან რამდენიმე საათში უკვე 50-ზე მეტი ლაიქი და გული დაიმსახურა. არც ერთი, ასე ვთქვათ, დაჰაჰავება. ანუ ყველამ ეს ლექსი სერიოზულად მიიღო და მოიწონა, ვერავინ მიხვდა, რომ მე აქ რაღაცას ვიტყუებოდი. სხვათა შორის, ლექსის მომწონებელთა შორის საკმაოდ არიან ჩემი მეგობრები – კარგი პოეტები, კრიტიკოსები და მთარგმნელები. რატომ მოხდა ასე?“ – წერს პოეტი შოთა იათაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მან „ლიბერალის“ გვერდზე ამ თემაზე საკუთარი ვრცელი მოსაზრებაც დაწერა.

გთავაზობთ ლექსს, რომელმაც ათეულობით ლაიქი დაიმსახურა, იმიტომ, რომ ის შოთა იათაშვილის ეგონათ:

„ის რომ

ის რომ ვაშლის ყვავილების მოთმინება

მხოლოდ გაზაფხულით შემოიფარგლება,

ცა რომ ქვევით იყოს საკმარისია ობიექტივის შემობრუნება,

ფოთლები ქარს გადარჩენის მიზნით მიჰყვებიან,

მუზები ხელოვნების მუზეუმში ცხოვრობენ,

ყვავილები იმისთვის შეიქმნა, რომ გამოვიცნო თუ გიყვარვარ…

და რომ მკვდარ პეპლებს წილად რიცხვებს არ უმატებენ,

არის უწყინარი პოეზია“.

ამ ლექსს პოეტმა ასეთი წარწერა გაუკეთა:

„„უწყინარ პოეზიაზეც ხომ უნდა დამეწერა ბოლო-ბოლო ერთი ლექსი… თან გამთენიისას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები