LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

1163
dead_vb_18

უბედური შემთხვევა გორის რაიონში- სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი სახლში გარდაცვლილი ნახეს. ისინი მეზობლებმა იპოვეს. სავარაუდო მიზეზად კი ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.  ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობდა. გარდაცვლილები პედაგოგები იყვნენ და ამავე სოფლის სკოლაში მუშაობდნენ.

როგორც „ფორტუნას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g