Coldplay-ის კონცერტზე კომპანიის, Astronomer-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის „დიდ გამოჭერას“ მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, იმ აჟიოტაჟმა და ჯაჭვურმა რეაქციამ, რაც წყვილის ეკრანებზე ხილვას მოჰყვა, ბენდის ფრონტმენამდე, კრის მარტინამდეც მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის გრანდიოზული კონცერტები კვლავ გრძელდება. მარტინმა, როგორც ჩანს, მორიგი უხერხულობისგან თავის ასარიდებლად, პერფორმანსისას თადარიგი დაიჭირა და პუბლიკა გააფრთხილა.
„მზად იყავით, ჩვენ გამოვიყენებთ კამერებს და რამდენიმე თქვენგანს დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ“, – განაცხადა მარტინმა.
„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს



