LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Coldplay-ს ახალი ალბომი ბრიტანული ჩარტის სათავეში მოხვდა

58

Coldplay-ს უკანასკნელი ალბომი „A Head Full of Dreams“ ბრიტანული ჩარტის სათავეში მოხვდა. დისკი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა, თუმცა ადელის გადამეტებული პოპულარობის გამო, პირველ პოზიციაზე ვერ მოხვდა. „სუპერბოულზე“ გამოსვლის შემდეგ კი ალბომის მიმართ ინტერესი გაიზარდა, სწორედ ამის შემდეგ დაიპყრო დისკმა მოწინავე პოზიცია.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 1. Coldplay – “A Head Full of Dreams”; 2. ადელი – “25”; 3. დევიდ ბოუი – „Best Of Bowie“; 4. ჯასტინ ბიბერი – „Purpose“; 5. დევიდ ბოუი – „Blackstar“; 6. ელტონ ჯონი – „Wonderful Crazy Night“; 7. რიანა – „ANTi“; 8. სია – „This Is Acting“; 9. Charlie Puth – “Nine Track Mind”; 10. Jess Glynne “I Cry When I Laugh”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები