LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ComCom-მა ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

157
კომისია

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირსა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით ქვეყნების მაგალითების განხილვას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სამომავლო გეგმების დასახვას ემსახურებოდა.

საქართველოს მაგალითი ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა სანდრო ქარუმიძემ განიხილა. მოგვიანებით, ინდივიდუალურ მაგალითებზე პრეზენტაციები პორტუგალიის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) და რუმინეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANCOM) მომხსენებლებმა წარადგინეს.

კომუნიკაციების კომისიისთვის ფართოზოლიანი მომსახურების ტარიფების შემცირების და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g