LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Conde Nast Traveler მკითხველს შობა-ახალი წლის გატარებას საქართველოში ურჩევს

121
თბილისი

„მსოფლიოს 32 საუკეთესო ადგილი საშობაო არდადეგების გასატარებლად“- ასეთი სათაურის მქონე სტატიით გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Conde Nast Traveler ევროპის, აზიისა და ამერიკის პოპულარულ მიმართულებებთან ერთად მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

„ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, საქართველოში შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ. თუმცა თბილისს საზეიმო განწყობა დეკემბრის დასაწყისიდან ეტყობა. საქართველოს დედაქალაქი მორთულია საახალწლო დეკორაციებით, ქალაქში მუსიკალური წარმოდგენები და საშობაო ბაზრობებია მოწყობილი, რაც ვიზიტორებს განსაკუთრებით იზიდავს. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტი მორთულია კასკადური განათებით, რაც საახალწლო ნაძვის ხის მასიურ იმპროვიზებას წარმოადგენს“,- წერს გამოცემის ჟურნალისტი ქეითლინ მორტონი.

Conde Nast Traveler-ის სტატიაში თბილისთან ერთად ლონდონში, ბერლინში, ბერნში, ედინბურგში, ბრიუგეში, კოპენჰაგენში, დუბაიში, ჰონგ კონგში, ნიუ-იორკში, მონრეალსა და მსოფლიოს სხვა პოპულარულ ქალაქებში მიმდინარე საშობაო სამზადისია აღწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები