LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკეთესო სოლო მოგზაურობა 2023 წელს“ – გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

122
kazbegi

გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

Condé Nast Traveler-მა სოციალურ ქსელში Instagram გერგეტის სამების ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით „საუკეთესო სოლო მოგზაურობა 2023 წელს“. გამოცემა მკითხველს კავკასიის მთებში ლაშქრობას ურჩევს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პოსტს დართული აქვს ვებგვერდის ბმული, სადაც Condé Nast Traveler მკითხველს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, რუანდას, ტაილანდისა და ინდონეზიის ტურისტული მიმართულების მონახულებას სთავაზობს, საქართველოში ყაზბეგის, ბორჯომის, ვარძიის, ასევე სხვადასხვა მონასტრების, ეკლესიებისა და მარნებს მონახულებას ურჩევს.

Condé Nast Traveler-ს Instagram გვერდზე 3.2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები