LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერგეტის სამება Google map-ზე დატანილი იყო, როგორც რუსეთის ტერიტორია – „ასეთი შემთხვევა უამრავია“

111
thumb-83482-750-460-0-0-auto

„Google map-ზე გერგეტის სამება დატანილი იყო, როგორც რუსეთის ტერიტორია… ასეთი შემთხვევა უამრავია“, – აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ პროექტის „გააციფრულე საქართველოს” მოხალისემ მარიამ მერებაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან განმარტა ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოს ადგილები არასწორად იყო მონიშნული. მაგალითად, საზღვრისპირა რეგიონები მითითებული იყო როგორც რუსეთი, ზოგიერთი ქალაქი კი საერთოდ არ იძებნებოდა.

„გერგეტის სამების შემთხვევაში გავასწორეთ მონიშვნა და ბოლოს Google Map-მაც დაადასტურა. თუმცა ასეთი შემთხვევა უამრავია,” – აცხადებს მარიამ მერებაშვილი.

ცნობისთვის, პროექტზე „გააციფრულე საქართველო” ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანები 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საბოლოო შედეგი კი ასეთია: Google-ის რუკაზე დამატებულია 1 500 ადგილი, 1 100 შესწორება, 4 000-ზე მეტი მიმოხილვა, 40 000-ზე მეტი დამატებული ფოტო და 60 000-ზე მეტი მონიშვნა.

აღსანიშნავია, რომ ,,გააციფრულე საქართველო” ხორციელდება Google for Tourism Georgia campaign – ის ფარგლებში, USAID – ის პროექტ ,,ზრდას” ფინანსური მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები