LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ჭკვიანად იყოს ყველა, ხალხი არ აჯანყდეს – ემზარ კვიციანი

201
ემზარი

“კონსტიტუცია ითვალისწინებს ხალხის აჯანყებასაც და ამიტომ, ცოტა ჭკვიანად იყოს ყველა, რომ ხალხი არ აჯანყდეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ის უერთდება  „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას.

„არ მქონია კომუნიკაცია არავისთან. პირდაპირ მოვედი. მეც მაგისთვის ვიქნები ე.ი. და შევუერთდები „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას. იგივე მოთხოვნა მაქვს, რაც აქ მოსულ ადამიანებს აქვთ, რომ არანაირი პროპაგანდა, გარყვნილება არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, კავკასიურ ქვეყანაში და არ უნდა შევირცხვინოთ თავი.

წამდაუწუმ იქნევენ კონსტიტუციას, რომ ვითომ კონსტიტუცია ითვალისწინებს, კონსტიტუცია ითვალისწინებს ხალხის აჯანყებასაც და ამიტომ, ცოტა ჭკვიანად იყოს ყველა, რომ ხალხი არ აჯანყდეს. ამას ვურჩევ ყველას, ვინც ქართველი ერის დაკნინებას ცდილობს“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g