LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ფული და ევროპა, რომელიც გელის – ქალაქები დაბალბიუჯეტიანი დასვენებისთვის

Lonely girl with suitcase at country road dreaming about travel.

ევროპული ქალაქები, სადაც შესანიშნავად განიტვირთებით და თან ეს ყველაფერი, ძვირი არ დაგიჯდებათ – უკვე ცნობილია.

საშობაო და საახალწლო პერიოდის შემდეგ, ბუნებრივია, თანხაში თითქმის ყველა შეზღუდულია. ამიტომ, ბრიტანულმა ვებგვერდმა Which-მა რეიტინგი შეადგინა, სადაც 10 ბიუჯეტური ქალაქი მოხდვა.

რეიტინგის მიხედვით პოლონური ქალაქი კრაკოვი ლიდერობს, სადაც დასვენება მოგზაურს საკმაოდ მცირე თანხა დაუჯდება. როგორც ამბობენ, კრაკოვი ის ქალაქია, სადაც ცხოვრებაზე ყველა პოლონელი ოცნებობს. კრაკოვის ოფიციალური სახელწოდება სამეფო დედაქალაქია (Stołeczne Królewskie Miasto Kraków), არაოფიციალურად კი მას ხშირად პოლონეთის ათენს, პოლონეთის კულტურულ დედაქალაქს და სხვა სახელებსაც ეძახიან. ქალაქის ღირსშესანიშნაობებით და ქალაქის არქიტექტურით ტურისტები ნამდვილად მოიხიბლებიან.

Which -ის რეიტინგიში მეორე ადგილზე ესპანური ვალენსიაა. ეს ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული ქალაქია. მდებარეობს ამავე სახელწოდების რეგიონში და წარმოადგენს მის დედაქალაქს. ვალენსია მოსახლეობის რაოდენობით ესპანეთში მესამეა, ბარსელონასა და მადრიდის შემდეგ. რაც შეეხება ტურიზმსს, ვალენსია ამ მხრივაც გამორჩეულია -ყოველწლიურად ქალაქს უამრავი მოგზაური სტუმრობს. გამომდინარე იქიდან, რომ ვალენსია ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქებს შორის ერთ-ერთი უდიდესი პორტის მფლობელია, ყოველდღიურად ქალაქში მრავალი უცხოელი შედის და გადის.  ასევე ტარდება სხვადასხვა ტრადიციული ფესტივალები, რომლებზე დასასწრებადაც ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან უცხო ქვეყნებიდან.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში მესამე პოზიციაზე მყოფ ქალაქს – ეს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტია. ბუდაპეშტი ძალიან ლამაზი და სანახაობრივი პატარა ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად ბევრი მოგზაურის გულს იპყრობს. ბუდაპეშტი, ფაქტობრივად, ფეხითმოსიარულეთა ქალაქია, მისი სტუმრობისათვის საუკეთესო დრო გაზაფხული და ზაფხულია.  მოგზაურობა ძალიან იაფია შემოდგომასა და ზამთარში. ბუდაპეშტში არსებული ბევრი შენობა-ნაგებობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ასევე UNESCO იცავს ბუდაპეშტის ბუდას სასახლის უბანს, ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, გელერტის აბანოებს (უნგრეთი მდიდარია მინერალური წყლებით), უნგრეთის პარლამენტს, ასი წლის მეტროს და სხვა ძეგლებს.

აღსანიშნავია, რომ Which-ის რეიტინგის ხუთეულში, იტალიური ბოლონია და გერმანიის დედალაქალი -ბერლინიც არიან.

ცნობისთვის, Which-მა რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინა აღნიშნულ ქალაქებში საცხოვრებელი ბინების ფასი, საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, შოპინგის შესაძლებლობა და სხვა ტარიფები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g