LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ხანში შეიძლება დასჭირდეს რეანიმაციული ღონისძიებები, იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია – ნევროლოგი ოთარ თოიძე

125
BeFunky-collage (1)

ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს იმოქმედონ პაციენტის ინტერესებით.

“ცოტა ხანში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უმძიმესი სიტუაცია, სამედიცინო თვალსაზრისით. უმძიმესი სიტუაცია ნიშნავს იმას, რომ მას დასჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ინტენსიური ბლოკი და არ გამოვრიცხავ რეანიმაციული ღონისძიებები, რაც უკვე კრიტიკული იქნება მისთვის. მისი იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია”, – აცხადებს თოიძე “მთავარ არხთან”. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კლინიკიდან წერილი გაავრცელა.

იხილეთ ვრცლად:

სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს

magti 5g