LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა შეშფოთებული და ანერვიანებული მეჩვენება“ – პაატა ბურჭულაძე თეა წულუკიანს ჰპასუხობს

817
პაატა ბურჭულაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის სტატუსს, რომელიც მან ოპერის მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებული ერთ-ერთი განცხადების საპასუხოდ სოციალურ ქსელში გაავრცელა, პაატა ბურჭულაძე ეხმაურება.

თეა წულუკიანი: „ზოგიერთმა ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ, 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე“

მომღერალი სტატუსს „ფეისბუკში“ აქვეყნებს და წერს, რომ „4 ოქტომბერს აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს!“

„აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოთ!

მადლობა ქალბატონ თეას ასეთი შეფასებისათვის.

ცოტა შეშფოთებული და ანერვიანებული მეჩვენება. რამე ცუდი ხომ არ ხდება 4 ოქტომბერს?!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და 4 ოქტომბერს აუცილებლად დავიბრუნებთ სამშობლოს!

ბრძოლა ბოლომდე!!!“ – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

აუცილებლად ყველამ უნდა წაიკითხოთ! მადლობა ქალბატონ თეას ასეთი შეფასებისათვის. ცოტა შეშფოთებული და ანერვიანებული…

Posted by Paata Burchuladze on ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g