პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმციით, მას თურქეთში თვითმფრინავით გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
"რჩება მართვით სუნთქვაზე" - გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ექიმის თქმით, უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
გამსახურდიას საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა, ხოლო 22 დეკემბერს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 1 სხდომათა დარბაზიდან გატავისუფლდა.