საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.
გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს კოლხური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. ის ჯერ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს კი ამჯერად გერმანიაში გადის.
“შეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა, კიდურების მოძრაობა, დაჯდომა” – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა