LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიის წამყვან კლინიკაში გააგრძელებს

173
turqeT

ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიის კლინიკაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცოტნეს ძმა გიორგი გამსახურდია ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მკურნალობის მთელ ხარჯებს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა საკუთარ თავზე იღებს.

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, – წერს  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გიორგი გამსახურდია.

 

შეგახსენებთ, პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. თბილისიდან სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები