LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50-ე დაბადების დღეს გილოცავ…7 წელი ბრძოლა სიცოცხლისთვის, 7 წელი საკუთარი სახლიდან დევნილობისა და ხიზნობის“ – ანა ჯაბაური

100
2026-08-05_01-11-33_131051

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია იუბილარია.

50 წლის იუბილეს ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

„ცოტნეს ნახევარსაუკუნოვანი სევდიანი იუბილე…
7 წელი ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის, რეაბილიტაციისთვის, ღირსებისთვის.
7 წელი საკუთარი სახლიდან დევნილობისა და ხიზნობის.

რაოდენ მტკივნეული უსამართლობაა, რომ დღეს, საკუთარი მამის მიერ ცოტნესთვის დატოვებულ სახლში თვითნებურად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ე რ თ ა დ ე რ თ ანდერძში ერთი სიტყვითაც კი არ არის მოხსენიებული; ადამიანი, რომელსაც, სწორედ ზვიადის ნებით, კოლხურ კოშკში ერთი კვადრატული მეტრიც არ ეკუთვნის; ადამიანი, რომელზეც ცოტნე საჯაროდ წერდა, რომ მასზე დიდი მტერი არ ჰყავდა… და მაინც, იქ ცხოვრობს და სახლის მეპატრონეს არ უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი უმწეოა და საკუთარი უფლებების დაცვას თავად ვერ ახერხებს.

ყველაზე ადვილია უმწეო ადამიანს ისე მოექცე, თითქოს ის აღარ არსებობს.
მაგრამ ცოტნე არსებობს. ცოცხალია.
და, მისი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შინ დაბრუნება, თითოეული მისი მკურნალი პროფესორის კატეგორიული რეკომენდაციით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი…

50-ე დაბადების დღეს გილოცავ, ცოტნე. ერთი რამ ხომ ზუსტად იცი – მე შენთან ვარ დღეს და ყოველთვის“, – წერს ანა ჯაბაური.

„5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია…5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს“ – ანა ჯაბაურის ემოციური პოსტი

„რასაც ყოველთვის, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი ახერხებს, მეფერება, თუნდაც ასე, გაუშლელი თითებით… ამიტომ მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. სიყვარულის დღეს გილოცავთ“ – ანა ჯაბაური

„5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია…5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს“ – ანა ჯაბაურის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები