LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის მამაკაცი მეორედ დააკავეს

710
ანა ჯაბაური

56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს.

ინფორმაცია „რუსთავი 2“- ს ანა ჯაბაურმა დაუდასტურა. ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.

ერაძე სხვადასხვა დანაშაულისთვის სულ 5-ჯერ არის ნასამართლევი. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დგინდება, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია.

„ლუქსემბურგიდან ჩამოვიტანეთ რობოტი, რომლის საშუალებითაც, ცოტნე, ფაქტობრივად, დადის…“ – ზვიად გამსახურდიას ვაჟს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g