LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე გამსახურდიას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ

399
9570605489

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაიყვანენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს ოჯახმა უნდა მიიღო. როგორც ცოტნეს ძმა კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის.

სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა, ეგრევე ჩავარტყი მეც – ბრალდებული

“ამჟამად მდგომარეობა ასეთია: ცოტნე მართვით სუნთქვაზე რჩება, ნარკოზის მდგომარეობაში. ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებითვის,”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

https://www.facebook.com/konstantine.gamsakhurdia/posts/10219360335457107

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

“იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები…4-5 კაცი გარბოდა” – ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g