თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ შელაპარაკება სუფრაზე მოხდა.
კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც სვამდნენ: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
“ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი.
მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, – აღნიშნა ბრალდებულმა.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.
არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას
"იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები...4-5 კაცი გარბოდა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა
ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმის განცხადებით, პაციენტის სასიცოცხლო პარამენტები ამ დროისთვის ნორმის ფარგლებშია.