LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც სვამდნენ: ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2982
60370981

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

ის ელოდებოდა თავდასხმას – ცოტნე გამსახურდიას მეგობარი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალი. ჯერჯერობოთ საქმის მასალები არ გადმოგვცემია. კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ. შესაბამისად, გამოძიება დაწყებულია პირადი დაპირისპირების საქმეზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. ჩვენებებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს თბილისში. თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ის, დეტალურად არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. ბრალის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდნენ სუფრაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ სასამართლოები ჩატარდება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში”,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

"იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები...4-5 კაცი გარბოდა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა

არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g