LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

663
1576862376-5dfd030dab814

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ცოტნე გამსახურდიას ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

როგორც უწყებაში ამბობენ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ოთხი პირი შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

პრეზიდენტმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა – პირველი კომენტარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები