LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა – პირველი კომენტარი

171
,kjhgkjtrgn

საქართველოს პრეზიდენტი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად საავადმყოფოში მივიდა. სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილზე მივიდა იმის გასარკვევად გაკეთდა თუ არა ყველაფერი და მომდევნო დღეებში რა გაკეთდება გამსახურდიას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

“მე მოვედი აქ რომ გავიგო რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა გაკეთდა და მომავალში რა უნდა გაკეთდეს ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია ახლა მან გადალახოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ, გვიან ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს და უგონო მდგომარეობით სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მას 7-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განმარტებით, გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება გახდეს საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები