„სუხიშვილების“ ულამაზესი მოცეკვავე, ნინი გელხაური დაქორწინდა. მისი რჩეული ლევან ახვლედიანია.
მისი ქორწილის არაერთი ვიდეო გავრცელდა „ინსტაგრამის“ საშუალებით, სადაც ჩანს პატარძალი და ნეფე და მათი ბედნიერების დღე.
„საოცრად ლამაზია…“
„იხარეთ და იბედნიერეთ მთელი ცხოვრება…“
„მუდამ ბედნიერი და წარმატებული წყვილი იყავით…“, წერენ კომენტარებში.
ნეფემ და პატარძალმა, რა თქმა უნდა, ქართული ცეკვა ერთობლივად შეასრულეს.
ქორწილს არ ჩაუვლია თავად „სუხიშვილების“ ანსამბლის წევრების ცეკვის გარეშე.
ქორწილში მღეროდნენ დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“.
ნინიმ მეორე ნახევართან ერთად გაჭრა სადღესასწაულო ტორტი.
დაბოლოს, ყველაფერი დიდი ფეიერვერკით დასრულდა…
ფოტო და ვიდეოგადაღება ეკუთვნის FramemeTbilisi-ს.
