LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: მოცეკვავე დები „სუხიშვილების“ ახალგაზრდული ჯგუფიდან – ლიზი და ნინი ბაბუციძეების მთავარი გატაცება

1344
ლიზი და ნინი ბაბუციძეები

ახლახან წინანდალში „სუხიშვილების“ სამდღიანი ფესტივალი გაიმართა, რომლის დროსაც ანსამბლის ახალგაზრდული ჯგუფის საოცარი წარმომადგენლების შესანიშნავი შესრულებები ვიხილეთ სცენაზე. მათ შორის იყვნენ 13 და 11 წლის დები – ლიზი და ნინი ბაბუციძეები, რომლებმაც მოხდენილად იცეკვეს და მაყურებლის ოვაციები დაიმსახურეს.

ლიზი და ნინი მცირე ასაკიდან, 6-7 წლიდან „სუხიშვილებში“ დადიან. გოგონებს თავიდანვე ცეკვის დიდი სურვილი ჰქონდათ და მშობლებმა ეს ნატვრა აუსრულეს. ლიზი ირმა გვასალიას ჯგუფში მოხვდა, ხოლო ნინი – ნუცი ბეჟაშვილის, რომელიც „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავეა ახლაც. გოგონები პედაგოგებისგან შესანიშნავ გაკვეთილებს იღებენ.

დებისთვის განსაკუთრებული დღე იყო 3 წლის წინ, როდესაც „სუხიშვილების“ ახალგაზრდული საკონცერტო ჯგუფისთვის დირექციამ შერჩევა დანიშნა. ლიზი და ნინი – ორივე მოხვდა ჯგუფში და მას შემდეგ უკვე საკონცერტო ცხოვრებაზე გადაინაცვლეს.

კვირაში 4-5 დღე მუდმივად რეპეტიციებია, თუმცა სახლში დაბრუნებული გოგონები ისევ აგრძელებენ ცეკვას და მოცეკვავეობაზე ოცნებობენ… „სუხიშვილების“ ფორმების ჩაცმა და სცენაზე დგომა დებისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობად უკვე წლებია, იქცა.

ახლახან წინანდლის ფესტივალზე წარდგნენ მაყურებლის წინაშე. გენერალურ რეპეტიციას თავად ილიკო სუხიშვილი დაესწრო და მოცეკვავეები თავისი სიტყვით გაამხნევა…

გოგონები, „სუხიშვილების“ ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად, მიემგზავრებიან ბათუმში, სადაც 15 ივნისს, ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში, კონცერტს გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g