LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სუხიშვილების“ ყველა თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე… „ასობით საერთო ღიმილი და ცრემლი სამუდამოდ მოგონებად რჩება, მადლობა ყველა წამისთვის, რაც ერთად გავიარეთ“ – მოცეკვავის, ნათია ბაკურაძის ემოციური მიმართვა თამუნა დვალს, რომელიც „სუხიშვილებში“ 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სცენას ტოვებს

160
თამუნა დვალი

ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებში“ 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მოცეკვავე თამარ დვალი სცენას ტოვებს.

თამარ დვალის ფინალური ცეკვა „სუხიშვილებში“ მაყურებელმა რამდენიმე დღის წინ, ღია სცენა „თაკარას“ მე-6 სეზონის დახურვაზე იხილა. ამავე დღეს, მას სცენიდან ემოციურად გამოემშვიდობა ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილიც, რომელმაც აღნიშნა:

„დღეს ჩვენს რიგებს ტოვებს ჩვენი ანსამბლის ყველა თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე. 20 წლის განმავლობაში ჩემი და ილიკოს შთაგონების მოცეკვავე, მისთვის დადგმულია არაერთი სოლო“, – თქვა ნინო სუხიშვილმა.

„თამუნა დვალი 20 წელი ამშვენებდა სცენას და მაღალი პროფესიონალიზმით, სიყვარულითა და ერთგულებით წარმოაჩენდა ჩვენს ანსამბლს. წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – წერს ანსამბლი „სუხიშვილები“.

თამუნა დვალს ანსამბლის დატოვების შემდეგ ემოციურ ვიდეოკოლაჟსა და პოსტს უძღვნის „სუხიშვილების“ კიდევ ერთი მოცეკვავე, ნათია ბაკურაძე:

„ასობით საერთო ღიმილი და ცრემლი სამუდამოდ მოგონებად რჩება… მადლობა ყველა იმ წამისთვის, რაც ერთად გავიარეთ“, – წერს ნათია ბაკურაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები