„სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფის წევრი, ნათია კაკულია რეპეტიციიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც სიამოვნებით ცეკვავს.
მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს უამრავი კომენტარი აქვს გამომწერების მხრიდან:
„ლამაზი“
„ბედნიერება…“
„არ ვიღლებით შენი ყურებით…“, წერენ კომენტარებში.
ნათია კაკულია ხშირად გვიზიარებს ვიდეოებს რეპეტიციებიდან და დიდ კომპლიმენტებს იმსახურებს.
რადიო „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ნათიამ გააზიარა ამბავი, თუ როგორ მოხვდა „სუხიშვილებში“:
„სუხიშვილების“ სამოყვარულო ჯგუფში როგორ მოხვდით?
დაახლოებით სამი წლის წინ მოვედი. დიდი ხანი მინდოდა ამ ჯგუფში მოხვედრა, თუმცა ვერ ვბედავდი სარეგისტრაციო ფორმის შევსებასაც კი. მეგონა, რომ „სუხიშვილებს“ სამოყვარულო ჯგუფებისთვისაც ჰქონდა სტანდარტები, რადგან საკუთარ თავს არ მივიჩნევდი ამ სტანდარტების შესაბამისად, ვერ ვბედავდი სარეგისტრაციო ფორმის შევსებას, თუმცა სამი წლის წინ გავბედე და ახლა ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი…
სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ნელიკომ ჩემი პირველი ვიდეო დადო სოციალურ ქსელებში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო დადებითი და უარყოფითი კომენტარები, თუმცა უარყოფით კომენტარებს ვერ მივცემდი ჩემი მოტივაციის დაგდების უფლებას. ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რომ „სუხიშვილების“ ცეკვების სწავლა მათგან შემეძლო.
