ცოტნე გამსახურდიას მეგობარი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.ვატო გელაშვილი აცხადებს, რომ გამსახურდია თავდასხმას ელოდებოდა. ის ფიქრობდა, რომ “მამამისის საქმის გამოძიების გამო აუცილებლად მოუწყობდნენ დივერსიას.”
ვატო გელაშვილი მიიჩნევს, რომ თავდასხმა სწორედ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი დივერსიაა.
„ის ელოდებოდა თავდასხმას. რამდენჯერმე ახსენა, რომ შეიძლება, ჩემი ლიკვიდაციაც კი მოხდესო. როდესაც ეს ამბავი შევიტყვეთ, ცოტნეს სიტყვები გაგვახსენდა და ვფიქრობთ, ეს არის დივერსია მის წინააღმდეგ, რადგან ამ ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნა არ სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბედავენ და მის მკვლელობის მცდელობას ჩადიან“, – განაცხადა გელაშვილმა.
ვატო გელაშვილის ინფორმაციით, მსგავსი რამ ცოტნე გამსახურდიას სხვა მეგობრებთანაც აქვთ ნათქვამი.
ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის ფაქტი გახსნილია
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს
„შარშან დეკემბრის თვეში ეს ჩემთან თქვა, ასევე აქვს ნათქვამი მის ახლო მეგობრებთანაც, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ რამე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, თქვან, რადგან ვფიქრობ, მორალური პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, მეგობრებს, ვისაც ცოტნე ასე გულახდილად გვესაუბრა, რომ ეს ვერსია იყოს ნათქვამი, იმისთვის არ მოგვაწოდა, რომ დაგვემალა და შეგვენახა“, – განაცხადა ვატო გელაშვილმა.
ისევე როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ვატო გელაშვილიც არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდია ერთმა პიროვნებამ დაჭრა.
არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდია სცემა ერთმა კაცმა და ოთხი უყურებდა ამას
"იქ იყო სისხლი, ნამტვრევები, ყავარჯნები...4-5 კაცი გარბოდა" - ცოტნე გამსახურდიას ცოლს შსს-ს ვერსიის არ სჯერა
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ არის დამაჯერებელი, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო, ცოტნე გამსახურდიასთვის ასეთი დაზიანებები მიეყენებინა, ფაქტიურად სასიკვდილოდ გაემეტებინა. არ არის სწორი, ამას ვერ შეძლებდა. სავარაუდოდ, ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა და ყველანი ჩართული იყვნენ ცოტნე გამსახურდიასთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენებაში“,–ვარაუდობს გამსახურდიას მეგობარი.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
“მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა” – იგეგმება თუ არა ცოტნე გამსახურდიასთვის კიდევ ოპერაციის გაკეთება