დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „COVAX-მა 700 000 NOVAVAX-ისა და 130 000-მდე JOHNSON&JOHNSON-ის მოწოდება დაადასტურა“.
მისი განცხადებით, ივნისის ბოლოს საქართველო Sinopharm-ის 500 ათას დოზას მიიღებს, ხოლო მესამე კვარტალში Pfizer-ის 1 მილიონი დოზა ჩამოვა.
„უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლოს ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა 500 000 დოზა Sinopharm-ს მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია, Pfizer-ის, დაახლოებით, 1 000 000 დოზის მიღება და, ასევე, დაახლოებით, მე-3 კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა, დაახლოებით, 700 000 Novavax-ის მოწოდება და 130 000-მდე Johnson&Johnson-ის.
მესამე კვარტალში ქვეყანას ექნება საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების მარაგებისა და მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური აცრები, როცა დღეში უნდა აიცრას 15-16 ათასი ადამიანი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.